ფასიანი ნომრები
 
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების" შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე დადგენილია შემდეგი საფასურები:

1. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა,     2-14  პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, აგრეთვე დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა  –  35 ლარი;  
2.  სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია,  ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 600 ლარი;
3. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა,  რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია,  ხოლო ციფრების  კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 800 ლარი;
4. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 400 ლარი;
5. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 500 ლარი;
6. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური  შრიფტის სამი ასოდან ორი  იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 700 ლარი;
7. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა,  რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 300 ლარი;
8. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა,  რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 – 200 ლარი;
9. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 250 ლარი;
10. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა,  რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 150 ლარი;
11. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტი შედგება პირისათვის სასურველ ასოთა კომბინაციისაგან  – 10 000 ლარი;      
12. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, დიპლომატიური მისიების, აგრეთვე დიპლომატიური თანამდებობის პირებისა და მათთან გათანაბრებული პირების მფლობელობაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას (დროებითი რეგისტრაციისას) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური სტატუსის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე აღნიშნული ტიპის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენა – 80 ლარი;
13. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა,  გარდა  1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 350 ლარი;
14. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა  1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 300 ლარი;
15. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა,  გარდა  1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 250 ლარი;   
16. სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი  წყვილის გაცემა – 30 ლარი;
17. მოტოციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა – 25 ლარი;
18. მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის დადგენილი ნიმუშის ერთი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა, რომლის ციფრების კომბინაციაა 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009, 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999, ან რომლის ლათინური შრიფტის ორი ასო ან/და სამი ციფრი შეადგენს პირისათვის სასურველ კომბინაციას, – 200 ლარი;

მექანიკური სატრანსპორტო საშულებათა გასხვისების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, პირი სანომრე ნიშანს აბარებს სარეგისტრაციო სამსახურს.
სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ჩაბარებული სანომრე ნიშანი, რომელზეც “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად დაწესებულია საფასური არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, შეინახოს არა უმეტეს 6 თვის ვადით და ამ ვადაში დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი იმავე პირზე უსასყიდლოდ გადაცემა.
მე-11 პუნქტით  გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი პირს გადაეცემა სამუდამოდ

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო

განბაჟების კალკულატორი
გამოშვების წელი
ძრავის მოცულობა
სულ განბაჟება
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.4804
ევრო
2.9708
რუბლი
4.3075
ლარი
1