შიდა ტრანზიტი

1. შიდა ტრანზიტი სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცემა მესაკუთრის (ფლობელის) წერილობით განცხადების საფუძველზე, მის მიერ მითითებული, მაგრამ არაუმეტეს 60 დღის ვადით, უცხო ქვეყნიდან აღრიცხვიდან მოხსნილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც შემოყვანილ იქნენ საქართველოში რეგისტრაციის მიზნით.

2. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი გაიცემა დროებით და მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს შიგნით.

3. პირი, რომელიც იღებს შიდა ტრანზიტულ სარეგისტრაციო ნიშანს, ვალდებულია განცხადებაში მიუთითოს  მოქმედების ვადა და აღნიშნული ვადის გათვალისწინებით წარმოადგინოს კანონით დადგენილი საფასურის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული საფასური შეადგენს შიდა ტრანზიტული ნომრით სარგებლობის ყოველი სრული დღისათვის 1 ლარს და გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე 035 კოდზე.

4. შიდა ტრანზიტული დროებითი სარეგისტრაციო ნიშნის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია დაუბრუნოს იგი იმ სარეგისტრაციო სამსახურს, სადაც ხდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბოლოო რეგისატრაცია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში პირი დამატებით იხდის კანონით განსაზღვრულ საფასურს. აღნიშნული საფასური შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარს და გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე 037 კოდზე.

5. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშნის დაკარგვის ან მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში დაუშვებელია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის  დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის გარეშე. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა შეადგენს 30 ლარს და გადაიხდება მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე - 038 კოდზე.

6. ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომრის  მისაღებად პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (იურიდიული პირის შემთხვევაში  უფლებამოსილი პირის რწმუნება);
ბ) განცხადება შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომრის მიღების შესახებ, რომელშიც, მითითებული უნდა იქნეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოდელი (მარკა) და შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადა (განცხადება ივსება ადგილზე).
გ)   საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 7. პირმა, რომელმაც მიიღო შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი, უფლება აქვს გამოიყენოს იგი, მხოლოდ მის მფლობელობაში არსებულ, განცხადებაში მითითებულ, დროებით დარეგისტრირებულ ან დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.

 8. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცემა  დროებითი მოწმობა.

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო

განბაჟების კალკულატორი
გამოშვების წელი
ძრავის მოცულობა
სულ განბაჟება
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.4804
ევრო
2.9708
რუბლი
4.3075
ლარი
1