საგამოცდო პროცედურები

მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვებამდე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გაიაროს ფერთა აღქმის ელექტრონული ტესტი. ტესტი შედგება სამი ილუსტრირებული კითხვისაგან. თითოეული ტესტის კითხვა მოიცავს ოთხ სავარაუდო პასუხს, რომლიდანაც სწორია მხოლოდ ერთი. მძღოლობის კანდიდატს ევალება სავარაუდო პასუხებიდან ამოირჩიოს სწორი პასუხები. ფერთა აღქმის ტესტის დადებითი შეფასების მისაღებად საჭიროა 10 წუთის განმავლობაში სამივე კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა.

მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა იყოფა თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებად.

1. „A“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ I კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.

შენიშვნა: „B“ ან „ტრამვაის“ კატეგორიის ან/და “A1” ან „B1“, ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ;

2. „B“კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ I კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.

შენიშვნა: „A” ან „ტრამვაის“ კატეგორიის ან „A1” ან „B1“, ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ;

3. „C“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ II კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.

შენიშვნა: „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ (ამ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების დრო).

„D“ კატეგორიის ან „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში

4. „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ II კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.

შენიშვნა: D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ (ამ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების დრო).

„C“ კატეგორიის ან „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

5. „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა.

შენიშვნა: „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

6. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა.

შენიშვნა: „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

7. DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა.

შენიშვნა: „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

8. „A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის უფლების მისაღები I კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, ხოლო „B“, „BE“ ან „ტრამვაის“ კატეგორიის ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი “A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

9. „B1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის უფლების მისაღები I კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, ხოლო „A” ან „ტრამვაის“ კატეგორიის ან „A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი “A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

10. „C1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის უფლების მისაღები II კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, ხოლო „D“ კატეგორიის ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი “C1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

შენიშვნა: „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებთა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

11. „D1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის უფლების მისაღები II კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, ხოლო „C“ კატეგორიის ან „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი “C1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

შენიშვნა: „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ (ამ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების დრო).

12. „C1E” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა.

შენიშვნა: „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

13. „D1E” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა.

შენიშვნა: „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

14. „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის უფლების მისაღები III კატეგორიის თეორიული გამოცდა.

15. „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის უფლების მისაღები III კატეგორიის თეორიული გამოცდა.

16. „ტრამვაის“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მართვის უფლების მისაღები I კატეგორიის თეორიული გამოცდა.

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო 

განბაჟების კალკულატორი
გამოშვების წელი
ძრავის მოცულობა
სულ განბაჟება
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7062
ევრო
3.2112
რუბლი
4.6278
ლარი
1